XII-1 კლასის ბოლო ზარი

I-1 კლასისა და XII-1 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს XII-1 კლასის გამოსაშვებ ღონისძიებაში. XII-1 კლასელებმა წარმოადგინეს კომპოზიცია “ბოლო ზარი”.

დაიწყო საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა

წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS) მონაწილეობა მიიღო №17 საჯარო სკოლის IV-1 და IV-2 კლასის 54-მა მოსწავლემ. PIRLS კვლევის დასრულების შემდეგ მათ შეავსეს მოსწავლეთა კითხვარი. კვლევის ორგანიზატორია გამოცდების ეროვნული ცენტრი. კვლევას აკვირდებოდა დირექტორის პირველი მოადგილე ვიტალი პატარიძე. ტესტირებას უძღვებოდნენ სკოლის პედაგოგები: მ.ადეიშვილი და თ.სვანაძე.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

2011 წლის 15 მაისს ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (KEDEC) საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიურ ცენტრ „თანადგომა“, ასოციაცია „ჰერა XXI“, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის ზონალურ სამსახურთან, ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურთან და „მაკდონალდსთან“ პარტნიორობით გამართა ღონისძიებები, რომელიც შიდსით გარდაცვლილთა მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა.

“ლეგენდა ქართულ ანბანზე”

2011 წლის 16 მაისს I-3 კლასში (დამრიგებელი მ.გიორგაძე) ჩატარდა ღონისძიება თემაზე: “ლეგენდა ქართულ ანბანზე”. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფარნავაზ მეფის მიერ ქართული ანბანის შექმნის ისტორია. შეასრულეს ქართული ენისა და სამშობლოსადმი მიძღვნილი სიმღერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.

“ერთი მსოფლიო საქართველოს სკოლებში”

ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ ” ადამიანი გაჭირვებაში”, ქუთაისის საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის ჩაატარა ორდღიანი ტრენინგი “ერთი მსოფლიო საქართველოს სკოლებში”.

დასრულდა მუსიკალური ფესტივალი “გაზაფხული 2011”

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო №17 საჯარო სკოლის V-VI-VII-VIII კლასების 40-მა მოსწავლემ. ფესტივალი დაასრულეს საბავშვო საესტრადო სიმღერების ფესტივალში გამარჯვებულმა

გამოვლინდა საუკეთესო კალიგრაფი

კონკურსს ”საუკეთესო კალიგრაფში” მონაწილეობა მიიღო №17 საჯარო სკოლის მეორე და მესამე საფეხურის 70-მა მოსწავლემ, კომპეტენურმა ჟიურიმ: ნ.ჩიხლაძე, ნ.რობაქიძე, მ.ვაშაძე და ნ.ხაჭაპურიძე გამოავლინა საპრიზო ადგილების მფლობელები.

ინტეგრირებული გაკვეთილი

2011 წლის 6 მაისს V-1 და V-3 კლასებში სააქტო დარბაზში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ხელოვნებაში (ინგლისური ენის პედაგოგი თეა ბარდაველიძე, ამერიკელი პედაგოგი ბრაიან პატსი და ხელოვნების პედაგოგი ციური კრავიშვილი).

PIRLS & TIMSS კვლევები

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) №17 საჯარო სკოლაში ატარებს კვლევებს IV – VIII კლასებში წიგნიერების (კითხვის უნარის განვითარების), მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

შეხვედრა დამამთავრებელ კლასის მოსწავლეებთან

სკოლის დირექცია შეხვდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, კლასებში შემსვლელ პედაგოგებსა და დამრიგებლებს. ისინი გაეცვნენ სკოლის გამოსაშვები გამოცდების დეტალურ ინსტრუქციას და საატესტატო გამოცდების განრიგს.

11