“ხაბაზი”
2017 წლის 21 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეორე პირველ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე “ხაბაზი”. მოსწავლეებმა ისაუბრეს პურის მნიშვნელობასა და ისტორიაზე. მიიღეს ახალი ინფორმაციები ვიდეომასალის დახმარებით. დაახასიათეს პერსონაჟი, გაიაზრეს ტექსტი, ისაუბრეს დამოკიდებულებებზე თაობებს შორის, საზოგადოებასა და პიროვნებას შორის. სიტყვის ბარათების გამოყენებით შეადგინეს წინადადებები, მიღებული წინადადებებით კი ტექსტი. გაკვეთილი გაგრძელდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე თონეში, სადაც მოსწავლეებმა უშუალოდ ნახეს პურის ცნობის პროცესი, გაესაუბრენ ხაბაზს. მასპინძლებმა გულუხვად დაასაჩუქრეს ბავშვები ცხელი შოთებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. საკლასო ოთახში დაბრუნებულებმა პურიც გავტეხეთ ქართული წესის მიხედვით. დღემ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა.