“ჩვენ ხვალინდელი დღის იმედი ვართ”
2015 წლის 27 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ბოტანიკურ ბაღს, სადაც წარმოადგინეს ღონისძიება თემაზე: “ჩვენ ხვალინდელი დღის იმედი ვართ”
(დამრიგებელი: ციური ბაჯაძე). გაზაფხულის სურნელით გამთბარ ლამაზ გარემოში მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს, რომელიც აერთიანებდა კომპოზიციებს: “სკოლა, ოჯახი, საზოგადოება”. მოსწავლეთა ერთ-ერთი აქტივობა ეძღვნებოდა სასწავლო წლის პირველი ეტაპის “ბავშვობის” ულამაზესი წლების დასრულებას და შემდგომ ეტაპზე “სიყმაწვილეში” გადასვლის წლებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები, თანატოლები, სტუმრები. ღონისძიების ბოლოს გადაიღეს ბევრი სამახსოვრო ფოტო.