“სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“
2024 წლის 7 ივნისს ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პედაგოგიური ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია -“სწავლა-სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები. აღნიშნულ კონფერენციაში სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაცია “Educational Challenges in the 21 st Century and Its Sustainability” ინგლისურ ენაზე წარადგინეს-ქ. ქუთაისის N17 საჯარი სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა-თეა ბარდაველიძემ და ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელობის ენების შემსწავლელი ცენტრის ინგლისური ენის მიმართულებით მოწვეულმა სპეციალისტმა- თამარ აბესაძემ. სტატია ეხებოდა უწყვეტ განათლებასა და 21-ე საუკუნის გამოწვევებს. სკოლისა და უნივერსიტეტის წარმატებულ თანამშრომლობას. 21-ე საუკუნის პროფესიული უნარები მოითხოვენ ადეკვატურ საგანმანათლებლო პროგრამებს.მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA – 2022)კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა დონე დაბალ საფეხურზეა კითხვის უნარებსა და მათემატიკაში.მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადაპტაციის, კრიტიკული აზროვნების,შემოქმედებითი უნარების განვითარებას მოზარდებში.სტატიაში საუბარია ქ.ქუთაისის N 17 საჯარო სკოლაში მიმდინარე წარმატებული მასწავლებლებმაპროექტების შესახებ,რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი წინაპირობაა ზემოდხსენებული პრობლემების გადასაჭრელად.მსგავსი პროექტები ეხმარება მოსწავლეებს არა მარტო უცხო ენა ისწავლონ საფუძვლიანად,არამედ მიიღონ ინტერკულტურული,გლობალური სამოქალაქო განათლება. კონფერენცია გახსნა ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ. პროფერსორებმა: მამული ბუჭუხიშვილმა, ვლადიმერ ადეიშვილმა, ქეთევან ჭკუასელმა, რუსუდან სანაძემ , იმერი ბასილაძემ, მანანა დეისაძემ და სხვ. აღსანიშნავია, რომ სექციური მუშაობა საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა. მომხსენებლები მოწვეულები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.