„სადამრიგებლო საათი მშობლებთან ერთად“
2016 წლის 12 ოქტომბერს, სსიპ ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლია მე-2 მეოთხე კლასში(დამრიგებელი თამარ გოგატაძე), მოეწყო ახალი პროექტის „სადამრიგებლო საათი მშობლებთან ერთად“ პრეზენტაცია..აღნიშნული პროექტი გულისხმობს სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას, მშობლისა და მასწავლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მისი მიზანია გააერთიანოს მშობელი და მასწავლებელი, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების და სოციალური ქცევის გაუმჯობესებას.
პროექტი გრძელვადიანია. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: 6 ჯგუფად განაწილებულ მშობლებს ლოტოტრონის წესით დაურიგდათ წინასწარ შერჩეული თემები: ,,თანაკლასელი’’,,ჩემი ოჯახი“ , ,,რა მწყინს რა მიხარია ‘’ , ,,ჩვენი ღირსეული წინაპრები’’ , და ს.შ. თითოეულლი ჯგუფი ყოველკვირეულად წარმოადგენს მოცემულ თემაზე დამუშავებულ პროექტს შვილებთან ერთად .
პირველი თემის ,,თანაკლასელის’’ პრეზენტაციის წარმოდგენა წილად ხვდა კლასის დამრიგებელს თამარ გოგატაძეს. მან ისაუბრა კლსზე , როგორც ერთიან ოჯახზე სადაც ყველა ინდივიდუალური და თანასწორია, . ისაუბრა თანაკლასელის როლზე, დანიშნულოებაზეე. მრვალფეროვანი აქივობებში, რომლებშიც მშობლები და ბავშვები ერთობლივად იყვნენ ჩართულნი , მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარიდა საერთო ინტერესები , წარმატებები და სურვილები. აქტივობით ,,ვინ მეტი იცის ? ‘’ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ , რომ კლასი ერთიანი და აქტიურია როგორც სასკოლო ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ბოლოს პროექტის მონაილეებმა, მეტად ემოციური ენერჯაიზერის ,,ჩამეხუტე’’ ფონზე ერთმანეთს გადაუგზავნეს ემოციები და საუკეტესო სურვილები.