პირველი ეროვნული კონკურსი
2015 წლის 20 მარტს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების პირველი ეროვნული კონკურსი
– ორგანიზატორები: საქართველოს საგუნდო საზოგადოება. ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. კონკურსი ტარდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა. ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება, საგუნდო შემსრულებლობაში ახალი სახელების აღმოჩენა და ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია.კონკურსში წელს პირველად მიღო მონაწილეობა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საგუნდო კოლექტივებმა, რომელიც კომპეტენტური ჟიურის წინაშე წარსდგნენ ორი ასაკობრივი ჯგუფით, უმცროსკლასელთა (6-12 წელი) გუნდმა შეასრულა ქართული ხალხუი სიმღერა “ცანგალა და გოგონა”, უფროსკლასელთა (13-18 წელი) გუნდმა შეასრულა პავლე დემურიშვილის სიმღერა “შენ საქართველო” ტექსტის ავტორი გიორგი ბერძენიშვილი. აღსანიშნავია რომ დღეს შედგა ამ სიმღერის პრემიერა.
გუნდს ხელმძღვანელობდა – სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნუნუ სეხნიაშვილი
კონცერტმეისტერი – სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი თამილა ჩეპელევა.
მაყურებელმა ოვაციებით და მქუხარე აფლოდისმენტებით დააჯილდოვა გუნდები.
P.S – ფოტოებს დავამატებთ მოგვიანებით