“ორგანიზმების განვითარება”
2011 წლის 9 ნოემბერს IV-2 კლასში (პედაგოგი: ქეთევან ჩაჩხიანი) ჩატარდა ღია გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში თემით “ორგანიზმების განვითარება”. მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად აწარმოეს ცხოველური ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლის, კერძოდ კვერცხის დაკვირვება და შესწავლა. მოსწავლეები დაიყო ჯგუფებად, ყველა ჯგუფს მიეცათ საშუალება, წარმოედგინათ თავიანთი ჩანაწერები და ჩანახატები. მოსწავლეებმა იმსჯელენ სხვადასხვა კვერცხის თავისებურებებზე.