"ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის"
[ad_1]
2014 წლის 17 -18 ნოემბერს იმერეთის რაიონისა და თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვისნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით გაიმართაორდღიანი სემინარი “ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის”რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯაროს სკოლის პედაგოგმა ჯონი ბოჭორიშვილმა. სემინაში მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ , ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და მისმა მოადგილემ კრისტინა ბალეშიტემ მიმართეს სიტყვით. პედაგოგოები ასევე შეხვდნენ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ყარაულაშვილს რომელმაც პედაგოგებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებმიაწოდა ინფორმაცია , ხოლო საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხების პრიორიტეტებზე მასწავლებლებს პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ უამბო
პროექტის ფარგლებში პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს. შეხვედრაზე გაიმართა გულახდილი საუბარი არსებულ პრობლემებსა და სასწავლო პროცესში ევროპული სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობებზე.
[ad_2]