მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი
2013 წლის 24 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში შეიკრიბა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფი კოორდინატორთან შეხვედრის მიზნით.
პედაგოგებმა წარადგინეს 2013-2014 სასწავლო წელს ჯგუფის სამუშაო გეგმა, გაიხსნა ჯგუფის მუშაობის ამსახველი პორტფოლიო. კიდევ ერთხელ შეჯამდა SWOT ანალიზის შედეგები და შესაბამისად გაიწერა აქტივობები. შემუშავდა კითხვარის ნიმუშები. რეგიონული კონფერენციისთვის შეირჩა საპროექტო თემები.