[ad_1]

2015 წლის 24 იანვარს 13:00 საათზე სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გიმართაა მასწავლებელთა კონფერენცია.

კონფერენცია მიზნად ისახავდა მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებული ქუთაისის საჯარო სკოლების მასწავლებლების წარდგენას პედაგოგიური საზოგადოების წინაშე, აგრეთვე სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფებისა და GE CALLS-ის პროგრამაში ჩართული სკოლების სამუშაო ჯგუფების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის დემონსტრირებას და სასკოლო ქსელის შექმნას.მოხსენებები წარმოადგინეს პედაგოგებმა: ელისო აბრამიშვილმა, ინდირა შენგელიამ,მაია სინაურიძემ, ნატია ბრეგაძემ,მარინა ისკაკოვამ, ნინო ჩხეტიამ,ლაურა ჯიმშელეიშვილმა,ქეთევან რუხაძემ,ფაქიზო ფანჩულიძემ,შორენა ტყემალაძემ, თეა გაგუამ,თინათინ სვანაძემ და სხვებმა. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ჩაშენებული სისტემები საქართველოში” დოქტორანტებმე გიორგი ჩიჩუამ და თეიმურაზ სახელაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წარმოადგინეს რობოტო ტექნიკის პრეზენტაცია და საზოგადოებას გააცნეს ტექნოლოგიური სიახლეები რომელთა დანერგვაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებას

[ad_2]