[ad_1]

2014 წლის 15-17 დეკემბერს ქალაქ წყალტუბოში გაიმართა მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია, რომელზეც დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლებიდან მიწვეული იყვნენ ის პედაგოგები, რომელთა ნაშრომები თემაზე: „საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში “მოწონებული იქნა მპგეც-ის მიერ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლიდან კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა მათემატიკის მასწავლებელი ბელა გელხვიიძე. საინტერესო და ნაყოფიერი იყო საგნობრივ სექციებში მუშაობა, რომელთაც უძღვებოდნენ მპგეც საგნობრივი კონსულტანტები. კონფერენციის დასასრულს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყველა მომხსენებელი პედაგოგი დაჯილდოვდა სერტიფიკატით. კონფერენციაში მონაწილე პედაგოგებიდან სამი საუკეთესო პრეზენტაციის ავტორი მიწვეულია თბილისის მასწავლებელთა სახლში დაჯილდოებაზე. მოხარული ვართ რომ მათ შორისაა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ბელა გელხვიიძე.

[ad_2]