“დედა ენა
2015 წლის 5 ოქტომბერს I1 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელი მედეია ადეიშვილი ქართულ ანბანს უმასპინძლეს. მათ შეაჯამეს უკვე მიღებული ცოდნა და ხალისით მიეგებნენ ასო-ბგერებს.
ისაუბრეს, როგორ იქნებოდა “დედა ენა”. მოკლედ მიმოიხილეს იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია. გაიცნეს ასო-ბგერები “ი” და “ა”. ერთმანეთს ენაცვლებოდა ჯგუფური, წყვილური, საკლასო თუ ინდივიდუალური სავარჯიშოები. მრავალფეროვანი აქტივობებით პატარებმა მყარი საფუძველი ჩაყარეს წერა-კითხვის შესასწავლად. გაკვეთილს ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, რომელთათვისაც ეს იყო ერთგვარი მეთოდური დახმარება. გაკვეთილს ესწრებოდნენ პედაგოგები და სკოლის დირექტორი.