“გაბრაზებული ტვინის მკურნალობა”
2013 წლის 3-12 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია პედაგოგებთან ერთად საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში
ფლორიდის შტატში ქალაქ ორლანდოში, სადაც გაიმართა სემინარი თემაზე “გაბრაზებული ტვინის მკურნალობა”. სემინარი 4 მოდულისაგან შედგებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი მოდული ეხებოდა სკოლამდელი და სასკოლო ასაკის მოსწავლეთა გაბრაზებული ქცევის კორექციას. სემინარის ორგანიზატორია საერთაშორისო ასოციაცია “NAMA”. სემინარს უძღვებოდა ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი რიჩ ფაიფერი. ასოციაციის ხელმძვანელობასა და სკოლის დირექციას შორის მოხდა შეთანხმება თანამშრომლობასა და გაცვლით პროგრამებზე.