World Vision Georgia
2011 წლის 21 აპრილს მე-17 საჯარო სკოლას რუმინელები სტუმრობდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ურთიერთგამოცდილების გაზიარება და ახალი იდეების და ინოვაციების დანერგვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ”ვორლდ ვიჟენ საქართველოს” (World Vision Georgia) წარმომადგენელი ქ-ნი რუსუდან ჭანტურია, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი ქ–ნი ხათუნა სანდროშვილი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი ქ-ნი ლიკა კილაძე და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამების კოორდინატორი ბ–ნი ილიკო ნაცვალაძე.აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებული იყო ”ახალგაზრდების სამოქალაქო განათლებისა და სათემო ჩართულობის პროექტის” ფარგლებში, რომელსაც ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC) 2010 წლის 1 ნოემბრიდან ახორციელებს. პროგრამა ინიცირებულია საერთაშორისო ორგანიზაცია ”ვორლდ ვიჟენ საქართველოს” (World Vision Georgia) და ”ვორლდ ვიჟენ რუმინეთის” (World Vision Romania) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია საქართველოს და რუმინეთის მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების და სათემო ჩართულობის ხელშეწყობა, ამ მხრივ დემოკრატიული საზოგადოების, სამოქალაქო ჩართულობისა და ადვოკატირების შესახებ ორივე ქვეყნის მოზარდებისათვის ცოდნის, უნარებისა და ინფორმაციის მიწოდება.
პროექტის მიზნად ისახავს სამი ძირითადი ამოცანის განხორციელებას: სამოქალაქო განათლებისა და თემის განვითარების ხელშეწყობა; ადვოკატირების მეთოდოლოგიის სწავლება მოზარდებისათვის; საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდების ჩართვა გლობალურ ახალგაზრდულ ქსელში.
პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა 2 ახალგაზრდული საბჭო, 1 საბჭო ცენტრის ბაზაზე და 1 საბჭო ქ.ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ბაზაზე. საბჭოები ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს.
რუმინელება ახალაგაზრდებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, სკოლის დირექტორმა ქ-ნმა ირინე ჯგერენაიამ მათ გააცნო სკოლის ისტორია და მიღწევები. ახალგაზრდულმა საბჭოს წევრებმა გააკეთეს პრეზენტაციები სკოლის ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე პროგრამების შესახებ.
პროექტის ფარგლებში მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია ქარჩხაძე, რომელიც ახალგაზრდული საბჭოს დირექტორია იმყოფებოდა რუმინეთში. ხოლოს 20011 წლის მაისის თვეში, მე-11 კლასის მოსწავლე აკაკი ძანძავა გაემგზავრება რუმინეთში და გაეცნობა რუმინეთში ახალგაზრდული საბჭოების მუშაობას და ფუნქციონირებას.
________________________________________
დამატებითი ინფორმაციის მიღებისათვის მიმართეთ:
ირინე ჟგერენაია – ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დირექტორი მობ: 899 478 478, 877 27 75 17 ელ-ფოსტა: [email protected]
ირინა კუდრიავცევა – ქუთაისის №17 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელი მობ: 893 108 202 ელ-ფოსტა: [email protected]
ილიკო ნაცვალაძეს – ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამების კოორდინატორი მობ: 877 78 04 06, ელ-ფოსტა: [email protected]