2017 წლის 29 სექტემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია შეხვდა ამავე საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლებს. შეხვედრაზე მშობლები გაეცნენ სკოლის ისტორიას, ძირითად ფასეულობებს, ღირებულებებს, სკოლის კულტურას, სკოლასა და მშობელს შორის ურთიერთობის წესსა და თანამშრომლობის ფორმებს. შეხვედრაზე განხილული იქნა სკოლასა და ოჯახებს შორის პარტნიორობის სხვადასხვა საკითხი. აღსანიშნავია, რომ 2017-2018 სასწავლო წლიდან სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სწავლას 1325 მოსწავლე აგრძელებს მათ შორის 175 პირველკლასელი.

მშობლებთან შეხვედრა