2017 წლის 30 სექტემბერს ქალაქ თბილისში ვაკის პარკში ტრადიციულად გაიმართა ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2017, როელშიც ასევე ტრადიციულად ამჯერად მეთერთმეტედ მონაწილეობა მიიღო სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო და მათემატიკის კათედრამ. მოსწავლეებმა უცხოელ და ქართველ სტუმრებს, რომელთა შორის გახლდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი ზედანია მე-17 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტი ნინო ჩაჩანიძე და სხვები, წარუდგინეს საინტერესო ცდები, გამოგონებები, 3D მიკროსკოპის მუშაობის პრინციპი, ტანგრამის თეატრი და ორიგამების გამოფენა. სამეცნიერო პიკნიკში მოსწავლეთა პრეზენტაციებს და მოსწავლეთა მუშაობას ორგანიზებას უწევდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგები: დარეჯან გურეშიძე, მანანა ქაშაკაშვილი, შორენა ხურციძე, ნინო ტაბუცაძე, ლეილა ბარბაქაძე,მანანაძიგვაშვილი. ნატალია კუპრავა, ირინა კუდრიავცევა და გიორგი საკანდელიძე. სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა მადლობას უხდის სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკში ღირსეულად და აკადემიურად მონაწილეობისათვის ასევე მათ მშობლებს განსაკუთრებული თანადგომისა და ჩართულობისათვის.

ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2017