სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღის აღნიშვნა გაგრძელდა მესამე მესამე კლასის მიერ წარმოდგენილი პერფორმანსით “გამიღიმე ჩემო მასწავლებელო”. პერფორმანსში მთავარ როლს მოსწავლეებთან ერთად ასრულებდნენ კლასის დამრიგებელი თამილა სვანაძე და მშობლები. ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს სრულიად საქართველოს მასწავლებლის პროფესიული დღესასწაული და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს მასწავლებლის პროფესიის განსაკუთრებულობა და მნიშვნელობა. სევდა ნარევი ღონისძიების ბოლოს მასწავლებელმა წაიკითხა წერილები: “მეფერებიან თეთრი ბარათები, სიყვარულს მჩუქნიან ჩემი პატარები”. კლასის ხელმძღვანელმა თამილა სვანაძემ ღონისძიება მიუძღვნა ყველა იმ ადამიანს რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული მის მასწავლებლობასთან და მისცეს ძალა დაბრუნებოდა მისთვის საყვარელ საქმიანობას .   

ასწავლებელთა პროფესიული დღე