2017 წლის 25 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობის, ურთიერთობის 25 წლისა და სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პარტნიორობის 10 წლის იუბილე. სადღესასწაულო ღონისძიება გაიხსნა ფოტოგამოფენით “წარმატებული პარტნიორობა”. სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს სკოლის მიღწევებზე და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე. ნაჩვენები იქნა ფილმი “პარტნიორობის ათი წელი”. ღონისძიებას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საერთაშორისო პრესს ატაშე დავიდ ბენტონი რომელმაც სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნი “ბალანჩინი და დაკარგული მუზა” და ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივი საქმეთა განყოფილების ინგლისური ენის პროგრამის კოორდინატორი ლიკა გუმბერიძე ასევე ქუთაისის მერიის წარმომადგენლობა ბატონი ვლადიმერ ნაკაშიძე და გია რევიშვილი.