2017 წლის 23 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველ მეექვსე კლასში (დამრიგებელი ნათია აბაშიძე) ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: “წელიწადი”.
გაკვეთილი დაგეგმილი იყო G-PRIED-ის მეთოდით. პედაგოგმა ნათია აბაშიძემ მრავალფეროვან აქტივობებში ხალისით ჩართო მოსწავლეები. გაკვეთილზე გამოყენებული იქნა მოსწავლეთა ორგანიზების სხვადასხვა ფორმა: წყვილებში მუშაობა, ჯგუფური მუშაობა და მთელი კლასი. გაკვეთილს ესწრებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის ფასილიტატორი მანანა სოხაძე.