2017 წლის 17 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეორე მეექვსე კლასში (დამრიგებელი მაია კუხიანიძე) პედაგოგი იზაბელა ჭეიშვილის ხელმძღვანელობითა და მანდატურთა ჩართულობით მოეწყო მხიარული და საზრიანი თამაში ჭადრაკში.
მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ აქტივობაში ,თამაშში მონაწილეობას იღებდა 16 მოსწავლე, გამოვლინდა გამარჯვებულები: გოგა ეგუტიძე ,ლიზა თვალაბეიშვილი , საბა ფითურია ,ნია ოღაძე ,მაგდალინა ტურაბელიძე ,ბარბარე ლომიძე ,ლუკა მურადაშვილი ,ნიკოლოზ ხელაია.ბოლოს კი გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
უნდა აღინიშნოს ,რომ ამ კლასში ერთი წელია ისწავლება გარი კასპაროვის პროგრამის ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში – ჭადრაკი. მოსწავლეები დიდ ინტერესს გამოხატავენ და ყურადღებით არიან ჩართული ყოველ გაკვეთილზე .