სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს ”სკოლიმპიადა 2012”-ის პირველ ეტაპის მატჩები ორ სახეობაში: კალათბურთსა და მინი ფეხბურთში.

2012 წლის 17 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დაბალი ასაკობრივი ჯფუფის გუნდმა ”ნიკეოსმა” კალათბურთში დაამარცხა ვარციხის გუნდი ”როდოპოლისი” ანგარიშით 23-9 ასევე მოიპოვა გამარჯვება მე-9 საჯარო სკოლის გუნდ ”კოლხასთან” ანგარიშით 23-20.

2012 წლის 17 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო კსოლის დაბალი ასაკობრივი ჯგუფის გუნდმა ”ნიკემ” მინი ფეხბურთში დაამარცხა ხონის გუნდი ”მართვე” ანგარიშით 3-0.

2012 წლის 18 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის მაღალი ასაკობრივი ჯგუფის გუნდი ”ნიკეოსი” მინი ფეხბურთში დამარცხდა ზესტაფონის გუნდ ”ტევრი”-თან ანგარიშით 5-2.