7 მაისს ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდსის მსხვერპლთა დღისადმი მიძღვნილი ტრენინგ-სემინარი თანასწორთა განმანათლებლებისათვის „Save the Children”-ისა და „JSI” ქალთა ჯანმთრელობის პროგრამის ფარგლებში. სემინარს ესწრებოდნენ ქუთაისის 10 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ასევე „JSI”-ის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატ-ი ლამშტეინი, ქალთა ჯანმთრელობის პროგრამის ქუთაისის ბიუროს თანამშრომლები. ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა ფრედი მერკურიოს შესახებ მომზადებული კლიპი.