Category Archives: ღონისძიებები

01.05.2009

2009 წლის 1 მაისს ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის VIII2 კლასის მოსწავლეთა მიერ ჩატარდა ღონისძიება – ,,სამშობლო გიორგი ლეონიძის პოეზიაში”. ხელმძღვანელი – სკოლის უხუცესი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი როზეტა გედენიძე.

27/04/2009

2009 წლის 27 აპრილს VI3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი: ბუნება და ადამიანი – ,,მზეო, დახედე ველსა მცირეს, ყვავილმთოვარსა”. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა გერაძე – კლასის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

შიდა სასკოლო ოლიმპიადა

ქ. ქუთაისის №17 საჯარო სკოლის დირექტორის 2009 წლის 10 მარტის №26 ბრძანების შესაბამისად – ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენის, მოსწავლეთა წახალისების, სასწავლო პროცესის სტიმულირების, სკოლაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა შიდა სასკოლო ოლიმპიადა V-VI-VII კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში (V-VI), ინგლისურ ენაში, საქართველოს ისტორიაში (V) და ისტორია-გეოგრაფიაში (VII).

03.04.2009

ტელეკომპანიებმა: ,,რუსთავი2”-მა, ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”-მა და ,,იმედი”-მა გააშუქეს ქუთაისის №17 საჯარო სკოლის თვითმართველობის ინიციატივითა და საინფორმაციო ცენტრ ,,ნატოს შესახებ” მხარდაჭერით 2009 წლის 3 აპრილს ნატოს დაარსების 60-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ,,ნატოს დღე” მე-17 საჯარო სკოლაში.

გაზაფხული ვიზეიმოთ დედა…

2009 წლის 6 მარტს ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლაში ჩატარდა საგაზაფხულო ღონისძიება – ,,გაზაფხული ვიზეიმოთ დედა…”, რომელიც ეძღვნებოდა გაზაფხულის შემობრძანებას ჩვენს ქალაქში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს IV3 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნანა მესხაძე, რუსული ენის მასწავლებელი – ელისო ხაჭაპურიძე, მუსიკის მასწავლებელი – თამილა ჯავახაძე). მოწვეული იყვნენ სტუმრები საბავშო ბაღებიდან. ღონისძიება წარმატებით დასრულდა, სტუმრებმა გამოხატეს საკუთარი აზრი და მადლობა […]

ზინაიდა კვერენჩხილაძე

2009 წლის 16 თებერვალს ქუთაისის №17 საჯარო სკოლას ეწვია საქართველოს სახალხო არტისტი ზინაიდა კვერენჩხილაძე 16 თებერვალს სკოლას სტუმრობდა საქართველოს სახალხო არტისტი ქალბატონი ზინაიდა კვერენჩხილაძე. 

"ახალი წელი"

[ad_1] 11 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მედეა ადეიშვილი) 29 დეკემბერს საახალწლო განწყობა შექმნეს საკლასო ოთახში.მათ საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს მშობლებს.მოაწყეს ხელოვნების გაკვეთილებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა,ისაუბრეს წმიდა ბარბარეს,წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებისა და უფლის შობის შესახებ.გამართეს კონცერტი მსიკის გაკვეთილებზე (მასწავლებელი რიმა კუნჭულია) შესწავლილი რეპერტუარის მიხედვით.პატარა ჟურნალისტებმა სახალისო კითხვები დაუსვეს მშობლებს.მათ შემოუერთდა თოვლის ბაბუა,რომელმაც ძალიან გაახარა ბავშვები.შობა-ახალი წელი მიულოცა დამსწრე საზოგადოებას.გაერთო […]

"მრავალ ახალ წელს"

[ad_1] 2015 წლის 29 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 1-4 კლასში (დამრიგებელი: თამარ გოგატაძე), ჩატარდა საახალწლო აქტივობა “მრავალ ახალ წელს”. აქტივობა უჩვეულო ფორმატით დაიგეგმა და მშობელთა უშუალო ჩართულობით გაიმართა. ორ გუნდად დაყოფილმა მშობლებმა შეურჩიეს სახელები ჯგუფებს “ზვავი”, “ტორნადო” მოირგეს პირველკლასელთა როლები და წარმატებით და მხიარულად გაართვეს თავი ჯგუფური მუშაობისთვის განკუთვნილ დავალებებს. ბარათები შეირჩა […]

2015 წელი

[ad_1] 2015 წლის 29 დეკემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლამ საზეიმოდ აღნიშნა 2015 წლის დასასრული და თემს რომელშიც მდებარეობს სკოლა მიულოცა დამდეგი 2016 წელი. აქტივობებში მონაწილეობდნენ მეორე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ია შავგულიძე) და მეშვიდე კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა საზოგადოებას, მერიის კულტურის სამსახურს წარმოუდგინეს მშობლების დახმარებით შექმნილი კრეატიული ნაძვის ხეები და პერფორმანსი. [ad_2]

,, ვკითხულობთ კლასიკოსებს''

[ad_1] 2015წლის 23 დეკემბერს მე-17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნარგიზა მებურიშვილმა მეცხრეკლასის მოსწავლეებთან ერთად, (დამრიგებლები მანანა ტყეშელაშვილი, ლალი ლანჩავა) წარმოადგინეს პროექტის ,, ვკითხულობთ კლასიკოსებს” პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებას, პროექტის მიზანია წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობის, ტექსტის გააზრებისა და აღქმის, შეფასების, ანალიზის პრეზენტაციის უნარების განვითარება .პრეზენტაციას ესწრებოდნეე პედაგოგები და სკოლის დირექცია [ad_2]

11