საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად ემზადება ახალი 2011-2012 სასწავლო წლისთვის და საზოგადოებას ბევრ სიახლეს სთავაზობს. ახალ სასწავლო წელს სკოლებში ინფრასტრუქტურული, ტექნოლიგიური და შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდა. დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აღნიშნული ნოვაციების პრეზენტაცია გამართა.

ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით 350 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა;
რეგიონებში 12 ახალი სკოლა შევა ექსპლუატაციაში;
ფოთსა და ქობულეთში ახალი სტანდარტების ორი პროფესიული კოლეჯი გაიხსნება;
თბილისში მასწავლებლის სახლი ამოქმედდება;
პირველად საქართველოში ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი სახელმწიფოსგან საჩუქრად 60 000 ნეტ-ბუკს მიიღებს.
ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს სახელმწიფოსგან საჩუქრად სახელმძღვანელოები გადაეცემა;
1 000 წარჩინებულ ათოსან მოსწავლეს სამინისტრო პორტატულ კომპიუტერს აჩუქებს.
eSchools – სკოლებში თანამედროვე ელექტრონული საინფორმაციო სისტემა დაინერგება. კერძოდ, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის სკოლებს ელექტრონული ჟურნალები და გაკვეთილების ცხრილი ექნებათ, შეიქმნება მოსწავლეების ელექტრონული ბაზები, თანამედროვე სისტემის საშუალებით ადმინისტირების პროცესი მთლიანად ელექტრონულად წარიმართება და მშობლებს საშუალება ექნებათ ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მიიღონ.
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სკოლებში ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოები შევა, რომელთა ფასი ათ ლარს არ აღემატება.
ინგლისურის ენის შესწავლა პირველი კლასიდან მაკმილანის ახალი სახელმძღვანელოებით დაიწყება;
სკოლები 10 000 ახალი დაფით, მერხითა და სკამით აღიჭურვება;
სკოლებში დაწყებულია ინტერაქტიული Smart Board-ის დაფების შეტანა;
პროგრამა ,,აინშტაინის’’ ფარგლებში თბილისისა და დიდი ქალაქების ყველა საჯარო სკოლა 900 სამეცნიერო – საბუნებისმეტყველო ლაბორატორიითაა უზრუნველყოფილი;
ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეები 2010-2015 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიის ფარგლებში განხორციელდა. სისტემაში დაგეგმილი და გატარებული რეფორმები მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში საერთაშორისო დონის სტანდარტების დანეგვას.