2019 წლის პირველ ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში პირველ მეშვიდე კლასში ( დამრიგებელი: ასმათი ტოგონიძე) მშობელთა ჩართულობით ჩატარდა პროექტი „ ჩემი ოჯახი“.
პროექტის მიზანი იყო მშობელთა ჩართულობის გააქტიურება; ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; ურთიერთთანამშრომლობითი და ოჯახური გარემოს შექმნა. მშობლებმა საინტერესო პრეზენტაციებით ისაუბრეს საკუთარი ოჯახის ტრადიციებზე, მიღწევებსა და ინტერესებზე. აქტივობა გაჯერებული იყო სახალისო ენერჯაიზერებით. თბილი შეხვედრა მშობლებს დაეხმარა ერთმანეთისა და სკოლის კულტურის უკეთ გაცნობაში.

“ჩემი ოჯახი”