2019 წლის 3 ივნისს ნიღბების თეატრში სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მეოთხე მესამე კლასმა დამრიგებელ თამილა სვანაძის სცენარით, რეჟისურით, მუსიკალური გაფორმებით,ჩვეული ოსტატობითა და დიდი პროფესიონალიზმით წარმოადგინა ღონისძიება თემაზე: “ჩვენი ამბების ოთხი წელი”. მოსწავლეებმა საოცარი გულწრფელობით მარტივად, შეულამაზებლად მაგრამ კრეატიულად და გენიალურად გვიამბეს სიხარულით, სევდით, ბედნიერებით, წარმატებით სავსე დღეების შესახებ. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები რომლებმაც განსაკუთრებული მადლიერება, სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს პირველი მასწავლებლის მიმართ.

“ჩვენი ამბების ოთხი წელი”