,, სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული,ენა,სარწმუნოება”. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?.. ამ შეგონებით დაიწყო ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა XI-3 კლასში,იმ დღისადმი,რომელიც ეროვნული სულისკვეთების ათვლის წერტილად იქცა ქართველი კაცის სულში,ერთ მუშტად შეიკრა მაშინ მთელი ერი,რომელმაც შაცვლევინა აზრი მაშინდელ საბჭოთა ხელმძღვანელობას და სახელმწიფო ენად შევინარჩუნეთ ქართული,ენა რუსთველის, ილიას ენა. ჩვენ გავიმარჯვეთ! სწორედ ამ დღემ მისცა ბიძგი უდიდესი ეროვნული მოძრაობის დაწყებას საქართველოში,რომელმაც შვა 9 აპრილი, მაგრამ ამავე დროს თავისუფლებისა და თანასწორობის დღე, ისევ 9 აპრილი, ჩვენ მაშინაც გავიმარჯვეთ! ვუსურვებთ საქართველოს, კვლავ აღდგომას თავისუფლებისათვის სავალ გზაზე,რათა მომავალ თაობებს მხოლოდ მოსაგონებლად არ დარჩეთ საქართველოს ისტორიის ღირსეული ფურცლები და ჭეშმარიტად ეამაყოთ საკუთარი მამულით,ენით,სარწმუნოებით.
2019 წლის 15 აპრილს სსიპ ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლის XI-3 კლასში,ისტორიის მასწავლებლის ხათუნა ჩხეტიანისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარინა მამაგეიშვილის მიერ, ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა.პედაგოგებმა ისაუბრეს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობის შესახებ,მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები,ნაჩვენები იქნა ისტორიული კადრები 1978 წლის 14 აპრილის დღისადმი მიძღვნილი,რომლის გარშემოც გაიმართა სადისკუსიო საუბრები,მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები თემიდან გამომდინარე სხვადასხვა ასპექტებთან მიმართებაში.
აქტივობას ესწრებოდნენ: სკოლის დირექცია, საზოგადოებდივი მეცნიერებების კათედრის წევრები,კლასის ხელმძღვანელი – ქეთევან ხაზარაძე.

“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული,ენა,სარწმუნოება”