2017 წლის 20 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ეზოში საზეიმოდ გაიხსნა მინი სპორტული მოედანი კალათბურთის, ფრენბურთსა და ფეხბურთის თამაშების გასამართად. სპორტული მოედნით ისარგებლებენ არამარტო სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები არამედ თემის მოსახლეობაც. პროექტი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის ხელშეწყობის სლოგანით განახორციელა ქალაქ ქუთაისის მერიამ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის და განვითარების სამსახურთან ერთად – ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაკაშიძე. გაჟღერდა საქართველოსა და სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ჰიმნი და ჩატარდა პირველი თამაშები.

სპორტული მოედანი