2017 წლის 19 ოქტომბერს 12:00 საათზე სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ქუთაისის ამერიკული კუთხის მხარდაჭერით ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის ედვარდ კურტის გამოფენა გაიხსნა, გამოფენა დათვალიერეს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. გამოფენა გახსნა ქუთაისის ამერიკის კუთხის კოორდინატორმა ინგა ივანეიშვილმა და სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ. მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ამერიკელი ეთნოგრაფის ედვარდ კურტისისა და ინდიელი ტომების შესახებ (ხელმძღვანელი: ისტორიის მასწავლებელი მანანა ტყეშელაშვილი და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვალიდა ურთმელიძე), გამართეს პერფორმანსი მადლიერების დღისადმი მიძღვნილი. (ხელმძღვანელი ინგლისური ენის მასწავლებელი თეა ბარდაველიძე.)სადაც ნათლად წარმოადგინეს ადგილობრივი ინდიელი-ამერეკელების უდიდესი წვლილი პილიგრიმების გადარჩენაში. ხატვის წრის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი გრიგოლ ყურაშვილი) წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული ინდიელი ბელადების, ამერიკელი გლეხებისა და ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ტიპაჟების პორტრეტები. აღსანიშნავია რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ედვარდ კურტისის ფოტოგამოფენის ორგანიზების იდეა ეკუთვნის ამერიკელ მოხალისეს და სკოლის ერთგულ მეგობარს ჯონ ამატოს.

ედვარდ კურტისის ფოტოგამოფენა