2017 წლის 2 ივნისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მესამე ქვეითი ბრიგადის წარმომადგენლებმა, რომლებიც ახლახან დაბურნდნენ ავღანეთიდან, მოსწავლეებს საპასუხო წერილები გადასცეს.
„ჩვენი გამარჯვება დამოკიდებულია რწმენასა და იმედზე, რომელსაც თქვენ გვაძლევთ“, „თქვენი პატარა გულით ნათქვამი ეს სიტყვები ჩვენთვის ბევრს ნიშნავს“, „მიხარია, რომ ასეთი მაგარი ხალხი, როგორიც შენ და შენი მეგობრები ხართ, ჩვენზე ღელავენ“… ასე იწყება საპასუხო წერილები, რომლებიც სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მყოფი ჯარისკაცებისაგან მიიღეს.