2017 წლის 23 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მეოთხე მეოთხე კლასის მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელი ირინე ადეიშვილი, სცენარის ავტორი ფატი დვალიშვილი, აღნიშნეს პირველი საფეხურის პირველი ეტაპის დასრულება და წარმოადგინეს ღონისძიება „ჩვენ მოვიყვანთ გაზაფხულს“ . მათ შეასრულეს პატრიოტულ თემაზე შექმნილი კომპოზიციები, ქართული ეროვნული ცეკვები, სიმღერები , საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს სკოლის ისტორია და დაულოცეს მომავალ პირველკლასელებს სკოლისაკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებით . ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები და დირექცია.