2009 წლის 8 აპრილს X2 – X4 კლასებმა წარმოადგინეს სასწავლო პროექტის პრეზენტაცია:
ლიტერატურული გმირები კინოსა და თეატრში
პროექტის ხელმძღვანელები: ლალი ლანჩავა, მანანა გერაძე და მანანა სოხაძე.


პროექტის მიზანი:

* ლიტერატურული პრობლემების ასახვა კინოსა და თეატრში;
* მწერლისა და რეჟისორის ჩანაფიქრის ხედვა;
* გადაღებული ფილმებისა და დადგმული სპექტაკლების ფირების მოძიება და ჩვენება;
* ზეპირი მეტყველების, კვლევის, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარება.

პროექტის ამოცანები:

* შესწავლილი ნაწარმოებები კინოხელოვნებაში (მასალების მოძიება);
* შესწავლილი ნაწარმოებები სათეატრო ხელოვნებაში (მასალების მოძიება)
* გადაღებული ფილმებისა და თეატრის სცენაზე განხორციელებული სპექტაკლების ფირების მოძიება.

პროექტის შედეგები:

* გავიგეთ შესწავლილ ნაწარმოებთა გმირების მეორეული სიცოცხლის შესახებ კინოსა და თეატრში.
* გავიგეთ გადაღებული ფილმებისა და დადგმული სპექტაკლების რეჟისორებისა და მათში მონაწილე მსახიობების ვინაობის შესახებ.
* გავიგეთ მწერლისა და რეჟისორის ჩანაფიქრის თანხვედრის შესახებ.
* გაგვივითარდა ზეპირი მეტყველების, კვლევის, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.