2014 წლის 3  აგვისტოდან 5 აგვისტომდე  ერევანში გაიმართა ტურნირი ჭიდაობა “სამბოში” ევროპის თასის მოსაპოვებლად, რომელშიც მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 70 კგ. წონით კატეგორიაში 35 სპორტსმენი ასპარეზობდა.

ტურნირის გამარჯვებული და ევროპის თასის მფლობელი გახდა სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლე ონისე ხურციძე, რომელმაც 4 შეხვედრა მოიგო იპონებითა და მაქსიმალური ქულებით.