2009 წლის 27 მაისს №17 საჯარო სკოლის დირექტორი ი.ჯგერენაია, სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდა ა.წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც №3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს ისტორიული კონფერენცია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად( ხელ-ბი ხ.ფუტკარაძე, ზ.მუშკუდიანი).

მომხსენებელმა მეხუთე კლასის მოსწავლემ გურამ ჭელიძემ წაიკითხა ლიტერატურული ჩანახატი აღნიშნულ თემაზე. მოსწავლეებმა მარი ნუცუბიძე, სანდრო ბერძენიშვილი, თამთა ჯანელიძე, ანა გაბრიაძე, მარი ქარსელაძე, გიორგი თედორაძე გიორგი იაშვილი ღრმად და საფუძვლიანად გააშუქეს ეპოქის დამახასიათებელი ნიშნები. დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: ნ.ჯანელიძემ, მ.წიქორიძემ, რ.ჯინჭარაძემ.