2009 წლის 25 მარტს II2 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი მათემატიკაში. მასწავლებელი – მედეა ადეიშვილი. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია, ხარისხის მართვის, ინოვაციისა და სააღმზრდელო პროცესის მენეჯერი ნ.ხურციძე და პირველი საფეხურის კლასის მასწავლებლები.


მიზანი: მოსწავლეებმა მოახდინონ შეკრება მოახდინონ შეკრება-გამოკლების მოქმედებათა დემონსტრირება. ამოცანის ამოხსნისას აირჩიონ შესაბამისი მოქმედება და მისი შესრულების ხერხი.

თემა: სრული ათეულიდან ორნიშნა რიცხვის გამოკლება.

რესურსი: დაფა, ცარცი, სქემები, მარკერი, თაბახის ფურცლები, სახელმძღვანელო.

აქტივობა:

1. მოთელვა-თამაში ,,ტყუილი თუ მართალი”, მასწავლებელი მიმდევრობით ამბობს ფრაზებს, მოსწავლეები თანვე აფიქსირებენ ტყუილია თუ მართალი თითეული ფრაზა (2წთ.)

2. საშინაო დავალების შემოწმება (5 წთ.) დავალებას წაიკითხავს რამდენიმე მოსწავლე, სხვები ამოწმებენ რამდენიმე მოსწავლე, სხვები ამოწმებენ საკუთარ ნაშრომებს. მასწავლებელი მერხებს შორის ჩამოთვლით ამოწმებს, როგორ შეასრულა დავალება თითეულმა მათგანმა.

3. კონკურსი რიგებს შორის (3-4წთ.)

თიტეულ რიგს ეძლევა სამუშაო თაბახის ფურცლებზე დაწერილია გამოსახულებები. თიტეული მოსწავლე იპოვის მხოლოდ ერთი გამოსახულების მნიშვნელობას და გადააწოდებს შემდეგს. გამარჯვებულია ის რიგი, რომელიც ყველაზე სწრაფად და სწორად ამოხსნის ყველა მაგალითს.

აქტივობა:

4. ახალი მასალის ახსნა – მუშაობა წყვილებში (10წთ).

მოცემულია ორი ამოცანა, რომელთა ამოსახსნელად საჭიროა 80-10-5 და 80-15 გამოსახულებაბათა მნიშვნელობების პოვნა. გამარჯვებულია წყვილი, რომელიც სწრაფად და სწორად ამოხსნის ამოცანებს.

მსჯელობის შედეგად მიდიან 80-15 შედეგამდე. მოსწავლეები აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას იმის შესახებ, როგორ გამოაკლონ 80-ს 15. მიდიან დასკვნამდე: სრულ ათეულს რომ ორნიშნა რიცხვი გამოვაკლოთ, საკლებს ჯერ უნდა გამოვაკლოთ მაკლების ათეული და მერე დარჩენილი ერთეული.

აქტივობა:

5. ახალი მასალის განმტკიცება-სახელმძღვანელოზე მუსაობა (15წთ). მოსწავლეები სავარჯიშოებს: №1,3,5,7 ასრულებენ დაფაზე.

6. დამოუკიდებელი სამუშაო. მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ მასწავლებლის მიერ მითითებულ დავალებას. მასწავლებელი ამოწმებს რამდენიმე ნაშრომს.

7. საშინაო დავალების მიცემა (2წთ.)

8. გაკვეტილის შეჯამება-შეფასება.

· მოსწავლეები აჯამებენ მიღებულ ცოდნას.

· მასწავლებელი აკეთებს კომენტარებს.