[ad_1]

5-1 კლასში (დამრიგებელი ი.კუდრიავცევა) ჩატარდა ღია გაკვეთილი ხელოვნებაში (პედაგოგი ც.კრავიშვილი) ინფორმაციულ –საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით თემაზე „პირველყოფილთა ხელოვნება”. გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა წარმოადგინეს მინი–სპექტაკლი. გაკვეთილს ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი, სკოლის დირექტორის მოადგილე, პედაგოგები და მშობლები.
გაკვეთილის თემა „პირველყოფილთა ხელოვნება”
გაკვეთილის მიზანი:
ცოდნის შეძენა უძველესი ხანის ხელოვნების ნიმუშებზე.
· მოსწავლეთა დაკვირვების, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის გამოვლენა
· ემოციებით გამოწვეული ასოციაციებისა და შთაბეჭდილებების გადმოცემა, ხატვა
· შემოქმედებითობისა და ფანტაზიის უნარის გამოვლენა განვითარება

რესურსი: პროექტორი, პირველყოფილთა ხელოვნების ნიმუშები, ვიდეოკლიპი, სლაიდები პირველყოფილთა გამოქვაბულებზე (ალტამირა, ლასკო), სპექტაკლისათვის საჭირო სამოსი, გამოქვაბულის იმიტაცია, მშრალი სპირტი ცეცხლის დანთებისათვის.

შედეგი:
· მოსწავლე ავლენს ცოდნას უძველესი ადამიანების ხელოვნების ნიმუშებზე
· ავლენს დაკვირვების და არგუმენტირებული მსჯელობის უნარს
· გადმოცემს ემოციით გამოწვეულ ასოციაციებს
· ავლენს შემოქმედებითობისა და ფანტაზიის უნარს

[ad_2]