სკოლის ჰიმნი
2017 წლის 24 აპრილს სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლას ესტუმრა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი, რომელმაც მასტერკლასი ჩაუტარა სკოლის მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გუნდს, ხელმძღვანელი ნუნუ სეხნიაშვილი. აღსანიშნავია, რომ პირველად სკოლის ისტორიაში კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის მიერ დაიწერა სკოლის ჰიმნის მუსიკა, ფატი დვალიშვილის ტექსტზე, არანჟირება გია მაჭარაშვილის. ჰიმნის პრეზენტაცია შედგება მაისის დასასრულს.ჰიმნის შექმნის ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობით, რომელსაც შეუერთდა მე-12 კლასის მოსწავლე საბა ჩაჩხიანი 100 ლარით.