“ქართულ ფრანგული ურთიერთობები ჯვაროსნებიდან დღევანდელობამდე”
2017 წლის 17 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით ჩატარდა ისტორიული კონფერენცია თემაზე “ქართულ ფრანგული ურთიერთობები ჯვაროსნებიდან დღევანდელობამდე”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების ამსახველი მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები და მოვლენები, ისაუბრეს დიდგორის ბრძოლაში ჯვაროსნების მონაწილეობაზე, ლუი მეთოთხმეტის კარზე სულხან საბა ორბელიანის სტუმრობაზე, ლევილის ქართულ ემიგრაციაზე, ექვთიმე თაყაიშვილის პარიზულ ოდისიასა და საქართველოსა და საფრანგეთის თანამედროვე ურთიერთობებზე რომლის შესანიშნავი მაგალითია საფრანგეთის ელჩისა და ფრანგული დელეგაციის სტუმრობა ჩვენს სკოლაში. კონფერენცია მოამზადეს ისტორიის მასწავლებლებმა: ხათუნა ჩხეტიანმა, ნინო გეწაძემ და სოსო ცქიფურიშვილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფასილიტატორი ქალბატონი რუსუდან ქემოკლიძე, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.კონფერენცია ჩატარდა ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში