უცხო ენათა კათედრის წევრების შეხვედრა
2017 წლის 30 იანვარს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში შედგა უცხო ენათა კათედრის წევრების შეხვედრა, სადაც STEM-ის ფასილიტატორმა ინგლისური ენის პედაგოგმა თეა ბარდაველიძემ წარმოადგინა მოდული I -ის პრეზენტაცია თემაზე: „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“.
შეხვედრაზე ფასილიტატორმა კათედრის წევრებს გააცნო თუ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებას და მათი ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებას.
პედაგოგები გაეცვნენ დიფერენცირებული თეორიის ასპექტებს, რომლებიც დიდ დახმარებას გაუწევს მათ სასწავლომ პროცესში, რათა მოსწავლეებს ხელი შეუწყოთ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, ცოდნის სიღრმისეულ წვდომას და მის პრაქტიკაში გამოყენებას. შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იქნა ვიდეოფილმი, პედაგოგებმა განიხილეს სიტუაცია, გამოკვეთეს პრობლემა, მისი გამომწვევი მიზეზები და იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ უცხო ენათა კათედრის წევრები: ინგლისური ენის პედაგოგები: მაია გვანცელაძე, თამარ სანაია, ლიკა ხურციძე, ნათია გიორგიძე, ნატალია ლოსაბერიძე, მარინა ნაცვლიშვილი, რუსული ენის პედაგოგები: ირინა კუდრიავცევა, ირინე ბურჯალიანი, ფრანგული ენის პედაგოგი ნათია ბუხაიძე.
საუბრის დასასრული