,,თოვლის პაპა“
2016 წლის 26 დეკემბერს სსიპ ქ.ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პირველ მეოთხე კლასში (დამრიგებელი: ეკა ქართველიშვილი) ჩატარდა საახალწლო აქტივობა, რომელიც მიზნად ისახავდა ეფექტური კომუნიკაციის და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, წარმოჩენას, საახალწლო განწყობის შექმნასა და ამაღლებას.აქტივობამდე ერთი კვირით ადრე ,შემთხვევითი შერჩევით, კლასი დაიყო ჯგუფებად. მათ აირჩიეს გუნდის კაპიტნები,კაპიტნებმა მიიღეს დავალებები:,,თოვლის პაპა“,, ,დათოვლილი ქალაქი“, ,,საახალწლო გვირგვინი“, ,,ნაძვის ხე“, ,,საახალწლო აპლიკაცია“. ჩვეულებისამებრ მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა თავად აერჩიათ აქტივობის მიმდინარეობა,ჯგუფის კაპიტნები იღებდნენ ყუთიდან ფურცელზე დაწერილი აქტივობების სათაურებს:1.,, თოვლის გუნდები’’ 2. ,,ჯგუფური სამუშაო“3.თამაში-,, ჩვენი მშობლები „4. ,,საახალწლო ლექსები და სიმღერები“ 5. ,,მეგობრობის გირლიანდა“ ,რომელთაც დიდი ხალისით ასრულებდა მთელი კლასი და სტუმრად მყოფი მშობლები. საახალწლო გაკვეთილი ძალიან შთამბეჭდავად, სახალისოდ და ნაყოფიერად წარიმართა და დაგვირგვინდა პედაგოგის სიურპრიზით – „საახალწლო, მისალოცი ხელნაკეთი ბარათები.“ საახალწლო განწყობა გაგრძელდება დღის ბოლოს გასართობ ცენტრში.