2016 წლის 17 დეკემბერს ქუთაისში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გაიმართა , აქციას შეუერთდა სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-7 მეოთხე კლასი(დამრიგებელი დარეჯან გურეშიძე) მათემატიკის მასწავლებლის ლეილა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, . მოსწავლეებმა წარადგინეს ორიგამის ტექნიკით შესრულებული სხვადასხვა ნაკეთობები: თუთიყუშები – “ჭორიკანა მეგობრები”;ფარშევანგები – “პრანჭია კლასელები”;ფლამინგოები – შეყვარებული წყვილი;მამლაყინწები – 2017 წლის სიმბოლოები;ფერად-ფერადი შროშანები და კავასაკის ვარდები. (მართალია კავასაკის გეომეტრიულ თეორემას ვერაფერი გაუგეს,სანაცვლოდ მისი სახელით ცნობილი ვარდები კი საუცხოოდ დაამზადეს.🙂) ნაკეთობების გაყიდვით აღებული თანხა 112 ლარი გადარიცხეს სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბაცშვთა დასახმარებელ ფონდში. მოსწავლეებმა ქალაქის მერის,მაჟორიტარი დეპუტატის და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
53 ლარით ესტუმრნენ მაკდონალდს 🙂 21ლარით შეიძინეს სხვადასხვა ფერის საწერი ქაღალდები – 500 ცალი (ორიგამებისათვის),19 ლარით ფერადი ფორმატები – 10 ცალი (გეომეტრიული ფიგურებისათვის) და საღებავები ფანჯრების მოსახატად.
ბავშვები და მშობლები დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი დარჩნენ.

15622737_1223538827733926_2288661650875852102_n 15622069_1223538424400633_8232939818347163165_n