“შემოდგომის ხეები”
2016 წლის 9 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 1-4 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ეკა ქართველიშვილი) და მათი მშობლები ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარს და ბოტანიკურ ბაღს, სადაც გაიმართა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასა და ხელოვნებაში. ბავშვებმა შთაბეჭდილებები ასახეს ნახატებში და მშობლებთან ერთად შექმნეს კოლაჟი “შემოდგომის ხეები”.