“ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს”
2016 წლის 30 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ნათია რობაქიძე, ციცინო კუპრაშვილი და მანანა სოხაძე იმყოფებოდნენ ლიტერატურულ სარდაფში სადაც, გაიმართა ქალბატონ იზა ვეფხვაძის წიგნის “ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს” პრეზენტაცია. წიგნი ეძღვნება ორი ერის, ქართველი და ებრაელი ერების 26 საუკუნოვან მეგობრობასა და თანაცხოვრებას. წიგნი ორენოვანია, დაწერილია ქართული და ივრითული ენით. საღამოს ესწრებოდნენ წიგნის დამფინანსებელი ბატონი პაატა იაკობაშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში, დღეს იგი ისრაელის საზოგადო მოღვაწე და ცნობილი არქიტექტორია. საღამოს ამშვენებდა ცრემლნარევი სიხარული. შეხვედრას უძღვებოდა ლიტერატურული სარდაფის ხელმძღვანელი ბატონი გიზო თავაძე.