ლევილის მამული საქართველოს დაუბრუნდა! – საჯარო ლექცია სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის
2016 წლის 11 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მე-9, მე-12 კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ ხათუნა ჩხეტიანთან ერთად იმყოფებოდნენ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადაც გაიმართა ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: “ლევილის მამული”. საჯარო ლექციას კითხულობდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში ბატონი გელა დუმბაძე, რომელმაც ლექციის მონაწილეებს მიულოცა ის ფაქტი რომ 1921-1923 წლებში საფრანგეთში საქართველოს ემიგრირებული მთავრობის მიერ შეძენილი შატო ლევილის მამული 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფოს გადმოეცა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი პროფესორი გიორგი ღავთაძე, პროფესორ ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრის დირექტორი ასოცირებული პროფესორი ია იაშვილი, რეზო ჩხეიძის მუზეუმის დირექტორი ქალბატონი ინეზა ავალიანი, მოქანდაკე გივი თოდაძე, პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ფილოლოგიის დოქტორი მარიამ მარჯანიშვილი. მინისტრმა ონლაინ რეჟიმში უპასუხა სტუდენტებისა და მოსწავლეების შეკითხვებს.