„მკითხველთა კლუბის“ რიგით მე-6 და მე-7 შეხვედრა
2016 წლის 28 მარტს ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის I-მეოთხე კლასში (დამრიგებელი: თამარ გოგატაძე) ჩატარდა „მკითხველთა კლუბის“ რიგით მე-6 და მე-7 შეხვედრა.
კლუბის მიზანია მშობელთა ჩართულობის პარალელურად კითხვისადმი ინტერესის გაღრმავება, ტექსტის გაგება/გააზრება და კითხვაში გაწაფვა. საკითხავ მასალად შერჩეულია „G-PRIDE”-ის საკითხავი ტექსტები პირველი კლასისთვის, რომელსაც კლუბის წევრებს აცნობს მშობელი, მასწავლებლის რანგში. ის პედაგოგთან კონსულტაციით წინასწარ ამუშავებს არჩეულ ტექსტს და ირჩევს სახალისო აქტივობებს „G-PRIDE”-ის პორტალიდან მოტივაციის ასამაღლებლად და ტექსტის უკეთ გასააზრებლად.ამჯერად კლუბის წევრება მოისმინეს „G-PRIDE” -ის საკითხავი პორტალიდან ტექსტები, რომელიც წარადგინეს მშობლებმა: მილანა ბესტაევამ, თეონა გეგუჩაძემ, მაკა ხუჯაძემ, შორენა გოგოლაძემ და დიანა ჯოჯუამ. შეხვედრა გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებითა და ჯგუფური მუშაობებით.