„მკითხველთა კლუბის“ რიგით მე-4 შეხვედრა
2016 წლის 11 მარტს ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის I-მეოთხე კლასში (დამრიგებელი: თამარ გოგატაძე) ჩატარდა „მკითხველთა კლუბის“ რიგით მე-4 შეხვედრა.
კლუბის მიზანია მშობელთა ჩართულობის პარალელურად კითხვისადმი ინტერესის გაღრმავება, ტექსტის გაგება/გააზრება და კითხვაში გაწაფვა. საკითხავ მასალად შერჩეულია „G-PRIDE”-ის საკითხავი ტექსტები პირველი კლასისთვის, რომელსაც კლუბის წევრებს აცნობს მშობელი, მასწავლებლის რანგში. ის პედაგოგთან კონსულტაციით წინასწარ ამუშავებს არჩეულ ტექსტს და ირჩევს სახალისო აქტივობებს „G-PRIDE”-ის პორტალიდან მოტივაციის ასამაღლებლად და ტექსტის უკეთ გასააზრებლად.ამჯერად კლუბის წევრება მოისმინეს „G-PRIDE” -ის საკითხავი პორტალიდან სამეცნიერო ხასიათის ტექსტი “ფუტკარი” ტექსტის პრეზენტაცია წარადგინა ერთ-ერთი მოსწავლის უფროსმა ძმამ ამავე სკოლის მე-11 კლასელმა სანდრო კაპანაძემ, შემდეგ კი დედიკოსთან და მეორე ძმასთან, მე -10 კლასელ დავით კაპანაძესთან ერთად საინტერესო აქტივობები შესთავაზა ჯგუფს. აქტივობებში ჩართეს კლასის დამრიგებელიც რომელმაც პერსონალურად მიიღო დავალება. შეხვედრა დასრულდა მხიარული ენერჯაიზერით.რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართება 18 მარტს.