“უმცროსი მკითხველი”
2015 წლის 26 ნოემბრიდან სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში აკ. წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტის მკითხველთა კლუბი ახორციელებს პროექტს “უმცროსი მკითხველი”. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტები სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს გააცნობენ საზღვარგარეთის ლიტერატურას, გაიმართება ნაწარმოებების გახილვა,
მოეწყობა დებატები დაიდგმება იმპროვიზირებული სპექტაკლები. პროექტი დასრულდება ვიქტორინით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის სხვადასხავა საჯარო სკოლის მოსწავლეები. პროექტი ხორციელდება ჰუმანიტარული ფაკულტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტის მხარდაჭერით, პროექტის მონიტორინგს ახორციელებს ამავე დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია ნოზაძე