ავსტრიელი მწერლის რიხარდ შუბერტის საღამო
2015 4 ნოემბერს ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა ავსტრიელი მწერლის რიხარდ შუბერტის საღამო. მწერალს, სატირისტს, კარიკატურისტსა და კულტურის ანთროპოლოგ რიხარდ შუბერტს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უყვარს და წერს იმაზე, რაზეც სხვები დუმილს ამჯობინებენ.
მისი რომანის “მხიარული კონსპირაციის ქრონიკა” პირველი თავის ქართული თარგმანის ავტორი მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილია. მწერალმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, თაობათა შორის ურთიერთობებზე,მათ პრობლემებსა და ინტერესებზე,რეალურ სიმარტოვეზე და იმაზე რომ მიუხედავად ამ ადამიანთა განსხვავებისა ისინი შეიძლება ერთი ლიგის მოთამაშეეები იყვნენ.შუბერტის მიერ რომანის კითხვის დასრულების შემდეგ, ავტორმა და მთარგნელმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხებენ.. შეხვედრას ესწრებოდნენ მწერლები, საზოგადო მოღვაწეები,სსიპ ქალაქ ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მე-10 ,მე-11 კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მანანა სოხაძე. .შეხვედრა გაიმართა ევროპის კვირეულის ფარგლებში