“მსურს გიხილო დედა სულ მომღიმარი”
2015 წლის 2 მარტს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში მაშტაბურად აღინიშნა დედის დღე. სკოლის ყველა კლასში მოსწავლეებმა მიულოცეს მშობლებს და მასწავლებლებს
განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა 24 კლასი – დამრიგებელი ირინე ადეიშვილი, 62 კლასი – დამრიგებელი ციცინო კუპრაშვილი და 82 კლასი – მანანა ბაკურაძე. ამ ღონისძიებების ორიგინალობა მდგომარეობდა იმაში რომ 24 კლასმა წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია “მსურს გიხილო დედა სულ მომღიმარი”, 62 კლასის ღონისძიებას ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა კლასის მშობელთა კომიტეტი. 82 კლასის მოსწავლეებმა კი დამრიგებელთან მანანა ბაკურაძესთან ერთად სიურპრიზი გაუკეთეს კლასის კრებაზე საგანგებოდ მოწვეულ მშობლებს. ბავშვებმა თავიანთი შემოქმედებით მშობლებს მიულოცეს დედის დღე და მათ გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით.~