პრეზენტაცია
2015 წლის 26 თებერვალს ქალაქ თბილისში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით კავკასიის სკოლაში
მიმდინარეობს ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის საქმიანობის პრეზენტაცია და ფონდის საქმიანობის შეჯამება, რომელზეც საფრანგეთის ელჩის რენო სალენსის ოფიციალური მიწვევით იმყოფება სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ირინე ჯგერენაია. საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის შედეგად 2012 წელს შექმნილი ფონდის საქმიანობა ვრცელდება საქართველოს 14 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. აღსანიშნავია რომ საქართველოში პროგრამაში ჩართული 22 ფრანგული ენის პეადგოგი 1173 ბენეფიციარ მოსწავლეს ასწავლის ფრანგულ ენას მე-3-დან მე-6 კლასის ჩათვლით. ღონისძიებას ესწრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლობა.